ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3,5 მლნ ევროთი დაფინანსდება



ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსდება.
შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის (N1 და N5) რეაბილიტაცია, ასევე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავზე და ვარდნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელება.

პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირის მიერ (NIF-ის მეშვეობით), ასევე გამოყოფილ იქნა გრანტი 5 მილიონი ევროს ოდენობით.

პროექტის განმახორციელებელია შპს „ენგურჰესი“.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

21 ივლისი დღე თვე წელი
2017 20.07 01.07 01.01
  20.07 20.07
ნაშთი დასაწყისი : 952.8 995.8 704.1
შემოსულობები : 83.8596.0 6 214.3
მ.შ გადასახადები :34.4554.64 838.4
გადასახდელები : 27.3 582.55 909.2
ნაშთი ბოლოს : 1 009.3 1 009.31 009.3

* ციფრები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ღია კარის დღეები

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა