დიმიტრი ქუმსიშვილი: ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება რეფორმების განხორციელებაში



ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენთან უკვე წარმატებით ჩატარდა, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმისთან შეხვედრის შემდეგ. ავღანეთის ფინანსთა მინისტრი საქართველოში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და იქ არსებულ საგადასახადო-საბაჟო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.

„ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებისა და ბიუჯეტირების მიმართულებით, არის მნიშვნელოვანი, რომლის გაზიარებაზეც ჩვენ ავღანეთის მხარესთან ჩვენ შევთანხმდით,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ავღანეთის ფინანსთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უწოდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეწარმეებისათვის ავღანეთის ბაზრის გახსნა და იმ ძირითადი პროდუქტების შეტანა, რომლებიც საქართველოს გააჩნია“. ასეთ პროდუქტებს შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა წყალი, მინერალური წყალი, ცოცხალი საქონელი და სხვა მიმართულებები, რომლითაც შესაძლებელია საქართველოდან ექსპორტის გაზრდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

21 ივლისი დღე თვე წელი
2017 20.07 01.07 01.01
  20.07 20.07
ნაშთი დასაწყისი : 952.8 995.8 704.1
შემოსულობები : 83.8596.0 6 214.3
მ.შ გადასახადები :34.4554.64 838.4
გადასახდელები : 27.3 582.55 909.2
ნაშთი ბოლოს : 1 009.3 1 009.31 009.3

* ციფრები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ღია კარის დღეები

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა